ABGEO

  • Skip to content
  • Jump to main navigation and login

Nav view search

Navigation

  • English
  • Russian

Search

TPL_BEEZ5_LOGO

მთავარი თემები

  • აბჯეო საერთაშორისო
  • სიახლეები
  • წვლილი
  • კალენდარი
  • ბლოგი
  • საკონტაქტო ინფორმაცია

We have 17 guests and no members online

შემოწირულობა TPL_BEEZ5_ISCLOSED

  • სხვა
  • გაწევრიანდით
  • მოხალისეობა

მოინახულეთ და გადმოწერეთ ბროშურა

TPL_BEEZ2_NEXTTAB

თუ სურვილი გაქვთ მიიღოთ ინფორმაციები აბჯეო საერთაშორისოს სამომავლო პროგრამების, პროექტების და ღონისძიებების შესახებ, გთხოვთ შეავსეთ შემდეგი ფორმა >>

TPL_BEEZ2_NEXTTAB

თუ თქვენ სურვილი გაქვთ დაეხმაროთ აბჯეო საერთაშორისოს მისიის განხორციელებაში და მიიღოთ გამოცდილება ჩვენი საქმიანობის რომელიმე სფეროში, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგი ფორმის შევსებით >>

აბჯეო საერთაშორისო

ჩვენს შესახებ

  • Email

აბჯეო საერთაშორისოს ლოგო

ვინ ვართ ჩვენ

აბჯეო საერთაშორისო არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სამშვიდობო, საქველმოქმედო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს ჩრდილოეთ ამერიკასა და კავკასიის რეგიონში.


რას ვაკეთებთ

ხედვა

ჩვენ კავკასიელი ხალხის მომავალ თანაცხოვრებას ურთიერთ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ მშვიდობასა და ძმობაში ვხედავთ, სადაც რეგიონის განვითარებისთვის თანამშრომლობა გლობალურ მშვიდობას და კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენი ხედვაა ისეთი საზოგადოების შექმნა რომელსაც შესწევს კონფლიქტების მოგვარების და წინააღმდეგობის გადალახვის მიზნით გაერთიანება.

 

მისია

ჩვენი მისიაა პიროვნული და სოციალური ცვლილებების საშუალებით კავკასიელ ხალხთა შორის ურთიერთთანხმობის ხელშეწყობა; დიალოგისათვის პლათფორმის შექმნა; პარტნიორობის განვითარება; თანაგრძნობის, სოლიდარობის და დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა ხალხთა შორის; მშვიდობის, განათლების და განვითარებისკენ სწრაფვის მხარდაჭერა. ჩვენ ვეხმარებით კავკასიელებს პრობლემების განსაზღვრასა და გადალახვაში.

 

ისტორია

აბჯეო დაიწყო როგორც პატარა ფორუმი, რომელიც გაღვივდა იდეიდან, რომ არსებული შესაძლებლობის პირობებში ცვლილება შესაძლებელია. ფორუმი ნელ ნელა გადაიქცა ბლოგად, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ბლოგის შექმნის მიზანი ქართველ, აფხაზ და ოს ხალხთა შორის ურთიერთთანხმობის ხელშეწყობა იყო. სახელწოდება აბჯეო (ABGEO) აფხაზების, ქართველების და ოსების შესაბამისი ლათინური დასახელებების დასაწყისი ასოებისგან წარმოსდგება, თუმცა მოგვიანებით ბლოგმა სახელი შეიცვალა და დღესდღეობით ფუნქციონირებს როგორც აბჯეო საერთაშორისო. ამჟამად აღნიშნული სახელი ბევრად მეტს ნიშნავს ჩვენთვის, იგი გამოხატავს ძმობისთვის მოქმედებას და მხარს უჭერს მზარდ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. აბჯეო საერთაშორისოს ჰყავს ბევრი მინდევარი, პარტნიორი და მოხალისე და აქვს მთელ კავკასიაში მშვიდობის დამყარების ახალი მისია.

 

მიზნები

  • კავკასიელების სამშვიდობო პროცესებში ჩართვა
  • ხალხის სოციალური ცვლილებებით დაინტერესება
  • სხვადასხვა ერებს შორის სასურველი თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • საზოგადოების სხვადასხვა პროექტებში გაერთიანება
  • აფხაზ, ქართველ და ოს ხალხთა შორის თანხმობის ხელშეწყობა
  • სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის თანხმობის ხელშეწყობა
  • ჩრდილო კავკასიაში თანხმობის ხელშეწყობა
  • სამხრეთ და ჩრდილო კავკასიელთა შორის თანხმობის ხელშეწყობა
  • პროგრამების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობენ ხალხთა შორის ღირებულებების და რწმენის ორმხრივ პატივისცემას და შეამცირებენ შეუმწყნარებლობას ერებს შორის.
  • ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის - განათლების, საერთაშორისო მეგობრობის, მსოფლიო მშვიდობის და განვითარების ხელშეწყობა
  • საგანმანათლებო ინსტიტუტების დაარსება
  • უბედურებების და უეცარი კატასტროფების მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა

 

ლოგო

ABGEO International's logo აბჯეო საერთაშორისოს ლოგოზე თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული და გაერთიანებული ადამიანი. რომელთა კავშირიც მათ სიძლიერეს და ბედნიერებას განასახიერებს

 

მშვიდობის დაფასება და ადამიანის უფლებების პატივისცემა

  • Email

რადგანაც კავკასიის რეგიონი ჩვენი მოქმედების არეა, თბილისში განვითარებული მოვლენები ჩვენი ინტერესის მიღმა არ რჩება. აბჯეო საერთაშორისო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში განვითარებულ არეულობებთან დაკავშირებით. ნებისმიერი ადამიანისთვის - პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოხელე, გადაწყვეტილების მიმღები თუ რიგითი მოქალაქე - ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემა ნებისმიერ მიზანზე მაღლა უნდა იდგეს.

მშვიდობა ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი წინაპირობაა. ყველა ღირებული ამბიცია შეიძლება მიღწეულ იქნას მშვიდობიანი მოლაპარაკებებით. ექსტრემალურობა ან ძალადობა არ აგვარებს პრობლემებს, უფრო მეტიც, იგი ახანგრძლევებს ჩვეულებრვი ადამიანების მძიმე მდგომარეობს. ჩვენ, აბჯეო საერთაშორისოს სახელით, ყველას მოგიწოდებთ პატივი სცეთ და დააფასოთ მშვიდობა.

ყველაზე სახიფათო რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს არის თანაგრძნობის არქონა. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისადმი გაგებით მოკიდება და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება, რადგანაც ეს თავის მხრივ რეგიონში მშვიდობის გარანტია.

შეიტანეთ თქვენი წვლილი

  • Email

თქვენი წვლილი

აბჯეო საერთაშორისო ჩამოყალიბების ფაზაშია, სწორედ ამიტომ მიზნების მისაღწევად ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. აბჯეოს მისიის შესრულებაში თქვენ შემდეგნაირად შეგიძლიათ წვლილის შეტანა:

1. მოგვწერეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ორგანიზაციის ხედვასთან ახლოს მიგვიყვანს

2. გახდით მოხალისე აბჯეო საერთაშორისოში

3. გაიღეთ შემოწირულობა

 

როგორ დავწეროთ აბჯეო საერთაშორისოსთვის

აბჯეო საერთაშორისო დაინტერესებულია მოისმინოს თქვენი აზრი და მოგცეთ საშუალება, გაუზიაროთ თქვენი აზრი მკითხველებს მშვიდობასთან დაკავშირებულ თემებზე. ჩვენი გუნდი თვლის, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი მიმდევრების, წევრების, მეგობრებისა და მკითხველებისათვის მიგვეცა საშუალება, დაეწერათ თავიანთი აზრები და შთაბეჭდილებები იმ სამშვიდობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს მსოფლიოში ხორციელდება. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მოგვწეროთ ლოკალურ საკითხებზე, რომლებიც სხვა მშვიდობის მსურველებს ხელს შეუწყობს, გაერკვნენ ჩვენთან მიმდინარე პროცესებში, რომლებიც სხვებისთვის უცხოა და ამით ხელი შეუწყოთ ცნობადობის ამაღლებას. ჩვენი ბლოგი შეიქმნა თქვენნაირ მშვიდობის მაშენებელთათვის და გვსურს, თქვენი ხმა გავიგოთ. აბჯეო საერთაშორისო მიესალმება თქვენს სურვილს, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და დაეხმაროთ საზოგადოებას მშვიდობის, განათლებისა და განვითარების გზაზე. ჩვენ თქვენს ნაშრომს დროისა და საშუალების გათვალისწინებით გამოვაქვეყნებთ.

მადლობას გიხდით აბჯეო საერთაშორისოსადმი ინტერესის გამოხატვისათვის, ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას. მოგვწერეთ: JLIB_HTML_CLOAKING

გახდი აბჯეო საერთაშორისოს ნაწილი!

გმადლობთ, რომ აბჯეო საერთაშორისოში მოხალისეობით დაინტერესდით! მზად ხართ, იყოთ პოზიტიური ცვლილებების ნაწილი, ხელი შეუწყოთ პიროვნულ ზრდას და ურთიერთობა გქონდეთ შთამაგონებელ გუნდთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც პატივს სცემენ მრავალფეროვნებას და გახსნილები არიან განსხვავებული მსჯელობისათვის; პიროვნებებს, რომლებიც მიისწრაფიან, გადალახონ მრავალი ამქვეყნიური გამოწვევა და არ აშინებთ ამ გზაზე შეხვედრილი წარუმატებლობები და წინაღობები.

დიდი დრო არ არის, რაც აბჯეო საერთაშორისო ჩამოყალიბდა და, აქედან გამომდინარე, სრულყოფილად მუშაობისათვის კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ინიციატივები და პროგრამები განვითარების პროცესშია და აბჯეოს მიმართულებები უშუალოდ ორგანიზაციის მოხალისეებსა და მხარდამჭერებზეა დამოკიდებული. როგორც მოხალისეს, თქვენ შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოთ ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებასა და მიზნების მიღწევაში, ასევე ჩვენი ცოდნისა და ექსპერტული გამოცდილების გამრავალფეროვნებაში. ჩვენი მიზანია სამშვიდობო პროცესებში მსოფლიოს მასშტაბით ხალხის ჩართვა და შემოერთება.

თქვენ გელით მეტად საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე სამუშაო. თქვენი შესატანი წვლილი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ვეცდებით, თქვენი ინტერესი გავითვალისწინოთ. გთხოვთ, გაეცნოთ მოხალისეთათვის მიმდინარე შემოთავაზებებს. თუ თქვენ რაიმე აზრი ან იდეა გაქვთ, რომელიც ჩამონათვალში არ არის, გთხოვთ შეგვატყობინოთ. ჩვენ მივესალმებით ახალ ინიციატივებს და თუკი თქვენ საკუთარი იდეის ღირებულებაში დარწმუნებული ხართ, აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს დაინტერესებას და ამიტომაც აპლიკაციის წარდგენისას თქვენი მოტივაციის სერიოზულობას დიდი ყურადღება ექცევა.

ჩვენი გარემო მაქსიმალური ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა, სადაც ყველას აზრი მოსმენილი და გათვალისწინებულია. თქვენ შეძლებთ, საფუძველი ჩაუყაროთ პიროვნულ და პროფესიულ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. ჩვენ ასევე გთავაზობთ სხვადასხვა კურსებს, პიროვნული ზრდის შესაძლებლობებს და გვსურს, მოგცეთ ღირებული გამოცდილება ჩვენს ორგანიზაციაში. და ბოლოს, თქვენ შეძლებთ, შეცვალოთ ის მიზეზი, რასაც ასე ძალიან ვჭირდებით, შესაძლებლობები ამოუწურავია!

მოხალისეები საჭიროა შემდეგ მიმართულებებში:

1. კომუნიკაციები

ეს სფერო მოიცავს ყველაფერს, დაწყებული მარკეტინგით, ღონისძიებების დაგეგმვით, რეკლამირებითა და საზოგადოებასთან ურთიერთობით, დამთავრებული სოციალურ მედიით და სხვა. მოხალისეთა დახმარება საჭიროა მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განვითარებისათვის, ასევე ძირითადი პროგრამებისა და პროექტების პოპულარიზებისათვის. ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება სოციალური ქსელების – ფეისბუქისა და ტვიტერის – მართვაში.

2. თარგმნა

აბჯეოს ვებგვერდი მალე ხელმისაწვდომი გახდება ქართულ და რუსულ ენებზე, რათა კავკასიელებმა მისი წაკითხვა და გაგება უკეთ შეძლონ. აქედან გამომდინარე, ეს აბჯეოს ფუნქციებში ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიმართულებაა. ჩვენ ვეძებთ მთარგმნელებს, კორექტორებსა და რედაქტორებს სამივე ენის განხრით. გამოქვეყნებამდე თითოეულ ტექსტს ორი მთარგმნელი და ერთი კორექტორი შეასწორებს. თუ თქვენ ფლობთ შესაბამის გამოცდილებასა და უნარ–ჩვევებს, მაგრამ თარგმნისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, რედაქტირება და კორექტურა შეიძლება თქვენთვის მისაღები იყოს.

 

3. კაპიტალის მოზიდვა

მოხალისეთა დახმარება საჭიროა კაპიტალის მოზიდვის სტრატეგიის შექმნისა და განხორციელებისათვის, რათა შემოსავლები და პროგრამული უზრუნველყოფა დივერსიფიცირებული იყოს. აქ ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ მრავალფეროვან ფილანტროპულ ორგანიზაციებზე, სამთავრობო სტრუქტურებსა და პიროვნებებზე. ეს მიმართულება ერთ–ერთი ყველაზე გამომწვევია, მაგრამ, ამავე დროს, პიროვნული ზრდისა და სწავლის დიდ შესაძლებლობას იძლევა.

 

4. ფინანსები და ადმინისტრირება

თქვენ საშუალება გექნებათ, ჩაერთოთ ბიუჯეტის დაგეგმვაში, ბუღალტერიაში, ჩანაწერების წარმოებაში, სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად მუშაობაში, დანახარჯების გაკონტროლებასა და ასე შემდეგ. ეს მიმართულება ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების გადამწყვეტი ელემენტია, ამიტომაც ამ სფეროში მაქსიმალურად დიდი ექსპერტული გამოცდილება გვჭირდება. რაც შეეხება ადმინისტრირებას, ჩვენ ვეძებთ შეხვედრების მოდერატორებს, დოკუმენტებისა და დოკუმენტების ნიმუშების მენეჯერებს, ასევე მოკავშირეებს, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურებს შორის შუამავლების როლს გასწევენ და სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფენ.

 

5. ადამიანური რესურსები

ეს განყოფილება პასუხისმგებელია კანდიდატთა საკითხებზე, სააპლიკაციო ფორმების შემოწმებაზე, ფორმალურ შერჩევასა და შენარჩუნების სტრუქტურაზე. განყოფილების მოვალეობაში შედის ტექნიკური და სპეციფიკური უნარ–ჩვევების შეფასება, გაგება და მათი მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ეს საქმიანობა ასევე მოიცავს შერჩევას, პროფესიულ განვითარებას, გადამზადებას, ახალი წევრებისთვის ორგანიზაციის გაცნობას და სამუშაოს აღწერის დახვეწას საჭიროების შემთხვევაში.

6. პროგრამებისა და პროექტების განვითარება

მოხალისეთა დახმარება საჭიროა ყოველდღიურ საქმიანობაში. ანგარიშვალდებულება მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას, რათა უზრუნველვყოთ პროგრამების პროდუქტიულობა და მენეჯმენტის ეფექტურობა, საპროგრამო მიზნებისა და ამოცანების შესრულება. ამჟამად ჩვენ ორი მიმდინარე პროექტი გვაქვს: „მოახდინე ცვლილება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას“ (”Making a Difference Any Time Any Place”) და „ამაღელვებელი ამბები“ (”Troubling Stories”).

 

7. Web/ IT/ სოციალური ქსელები

მოხალისეთა დახმარება ასევე საჭიროა აბჯეო საერთაშორისოს ვებგვერდის დიზაინის, განახლებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ვეძებთ საოფისე და სხვა მარკეტინგული ნივთების დიზაინერებს, აგრეთვე სხვადასხვა პროექტებისათვის ლოგოს შემქმნელებს. და, კიდევ ერთხელ, თუკი დროის ფაქტორი არ გაძლევთ მოხმარების საშუალებას, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით უბრალო კონსულტაციას ან რჩევას.

 

მიმდინარე შესაძლებლობები:

  • მთავარი დირექტორის აღმასრულებელი მდივანი
  • მოხალისეთა კოორდინატორი
  • პროექტის ასისტენტი - „მოახდინე ცვლილება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას“ (Making a difference Any Time Any Place)
  • უფროსი მთარგმნელი ინგლისურ/რუსული
  • უმცროსი მთარგმნელი ინგლისურ/რუსული
  • უფროსი მთარგმნელი ინგლისურ/ქართული
  • უმცროსი მთარგმნელი ინგლისურ/რუსული
  • მთავარი რედაქტორი ინგლისურ/ქართული
  • მთავარი რედაქტორი ინგლისურ/რუსული
  • რედაქტორი - ინგლისური

როგორ გავხდეთ მოხალისე

მოხალისის ნებისმიერი პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING

პროექტი “შთამბეჭდავი ამბები კავკასიიდან”

  • Email

აბჯეო საერთაშორისო გეგმავს კავკასიის შთამბეჭდავი ამბების შეგროვებას. გამოცხადდება კონკურსი და შევაგროვებთ ამბებს, რომლებიც კავკასიელ ხალხთა მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მეტყველებენ. საუკეთესო ამბავი დაჯილდოვდება. საუკეთესო ამბების კრებული გამოქვეყნდება წიგნად. ამით პირველად კავკასიის ისტორიაში წიგნის სახით მეგობრობისა და ურთიერთ-თანადგომის საინტერესო და შთამაგონებელი წყარო დარჩება შთამომავლობას.

გაქვთ სურვილი ამ სასიკეთო საქმის განხორციელებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ? გადმორიცხეთ შემოწირულობა და თქვენი, როგორც მხარდამჭერის, სახელი (სურვილის შემთხვევაში)* გამოქვეყნდება კრებულში და ასევე განთავსდება აბჯეო საერთაშორისოს ვებ-გვერდზე.

თქვენთვის ხელსაყრელი თანხის გადმორიცხვა ჩვენი ვებსაიტიდანვე შეგიძლიათ: http://abgeo.ca/donate შეგიძლიათ ასევე გამოგვიგზავნოთ აბჯეო საერთაშორისოს სახელზე (ABGEO International) გამოწერილი ჩეკი.

მადლობა კავკასიაში მშვიდობის მხარდაჭერისათვის!

*თუკი თქვენი სახელის კრებულში და ვებ-გვერდზე განთავსების უფლებას გვაძლევთ, გთხოვთ მიუთითეთ თქვენი თანხმობა თანხის გადმორიცხვისას. ( JLIB_HTML_CLOAKING )

შემოწირულობა

  • Email

რატომ და როგორ გავიღოთ შეწირულობა

აბჯეო საერთაშორისო ახორციელებს საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობას. ჩვენს მიერ განვითარებული პროგრამები და პროექტები დაეხმარება კავკასიელ ხალხს უკეთესი მომავალის შენებაში. ყოველი თანხა, რომელსაც ჩვენ თქვენგან მივიღებთ, მოხმარდება ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას. უკეთესი მომავლის შენებაში ყველას შეუძლია მონაწილეობა. ამ პროცესში ჩვენს სპონსორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ, ყოველ იდეას ეძლევა განხორციელების შანსი და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ კავკასიელი და მათ შორის ქართველების ბედნიერი მომავლისთვის ზრუნვისთვის.

ჩვენ ვაფასებს თქვენს წვლილს. თქვენი მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა და დავნერგოთ ცვლილებები. მშვიდობის ხელშეწყობა, განათლების მხარდაჭერა და განვითარებისკენ სწრაფვა სასურველ შედეგებს მოგვიტანს. თქვენ საშუალება გექნებათ, თვალყური ადევნოთ აბჯეო საერთაშორისოს საქმიანობას და ჩვენთან ერთად განიცადოთ მიღწეული წარმატებით გამოწვეული სიამოვნება.

აბჯეო საერთაშორისოსთვის შემოწირულობის გასაღებად დააჭირეთ ”Donate” ღილაკს. თქვენს მიერ გაღებულ თანხას ჩვენს PayPal–ის ანგარიშზე მივიღებთ. გმადლობთ! http://abgeo.ca/take-action/donate

More Articles...

  1. ამაღელვებელი ისტორიები

Page 1 of 2

  • Start
  • Prev
  • 1
  • 2
  • Next
  • End

გამოიწერეთ

გამოიწერეთ ბლოგი

გამოიწერეთ სიახლეები